ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ხელისუფლებამ თქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა 500 ლარი ჯდება, უნამუსობაა“ – „ალტ-ინფო“ ნატა ფერაძის დაპატიმრებას ითხოვს

„ალტ-ინფო“ ნატა ფერაძის დაპატიმრებას ითხოვს.

მისი ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის, თქმით, ხატის შეურაცხყოფა რომ 500 ლარი ჯდება, უნამუსობაა.

„თუ კონსერვატიული ფლანგის აქტიური პროტესტის შედეგად რამე შეიცვლება მაგ მიმართულებით, ეგ მიგვაჩნია, რომ კარგია. რაც შეეხება ნატა ფერაძეს, მის მიმართ სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის ახალი კანონის მიღება საჭირო არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით, ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა, რომელიც განხორციელდა მათ შორის მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შებღალვის გზით, ისჯება და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შენ რომ ხატთან სანთელს ანთებ და იმას საღებავს გადაასხამს, ეგ არის ზუსტად ამ 155-ე მუხლის ფარგლებში დარეგულირებული ქმედება, ამიტომ ხელისუფლებას რომ უნდოდეს, მას აქვს მუხლი, თუმცა წავიდა წვრილმან ხულიგნობაზე და თქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა 500 ლარი ჯდება საქართველოში. ეგ არის უნამუსობა“, – აცხადებს მახარაძე.

2 დღის წინ ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ხატს, რო­მელ­ზეც ნე­ტარ მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ხატთან დაკავშირებით, დღეს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....