ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

დიპლომატი უკვე საგარეო უწყებაშია.

მას, სავარაუდოდ, ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.

შეგახსენებთ ელჩის შეფასებას ივანიშვილის შესახებ: „ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს“.

იტვირთბა....