ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი

„პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალური ქსელით საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებას ეხება.

„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“, – წერს ინაშვილი.

ინაშვილი ფეისბუკ-ვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებდა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ხატს, რო­მელ­ზეც ნე­ტარ მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

იტვირთბა....