ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა“ – ბექა დავითულიანი დანიის ელჩზე

„ქართლი ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს, სამწუხაროდ, ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს. ეს გადაცდომა არ არის, ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ყალბი ნიუსის გავრცელება, პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს, საქართველოში ამის არც უფლება აქვს და, არც არავინ ეკითხება. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს. მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავს უფლებას, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“, – თქვა დავითულიანმა.

შეგახსენებთ ელჩის შეფასებას ივანიშვილის შესახებ: „ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს“.

იტვირთბა....