ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, აუცილებლად დაისჯება“ – კოკა მორგოშია

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ აქტივისტ ნატა ფერაძის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მთელი საზოგადოება აღშფოთებულია და ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, მე რა გითხრა ნატა ფერაძე რას უნდა ელოდოს…

საპროტესტო აქცია დაანონსებულია სწორედ იმიტომ, რომ გამკაცრდეს კანონი. ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს. ინიციატივები ბევრი გამიგია, საქმე ნაკლები. ჯობია, რომ ეს კანონი მიიღონ…

შეურაცხყოფა რას ნიშნავს? – ჩვენი პრობლემა აჭედილი ტაძარიც არის და ოკუპირებული ტერიტორიებიც, რა უნფა გამოგვეხატა, ვინ გითხრათ, რომ არ გამოვხატეთ (პროტესტი), ლომისას ტაძარში უნდა ჩარეულიყავით, რომ პროტესტი გამოგვეხატა?

არსებობს, იმ პერიოდის “ალტ-ინფოს” ეთერები, შეგიძლიათ (ნახოთ). რა უნდა გამოგვეხატა, ოკუპირებულია ტერიტორიები და ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ მაგას იძახის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს“, – აცხადებს მორგოშია.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ხატს, რო­მელ­ზეც ნე­ტარ მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

გუშინ მის სახლთან „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

იტვირთბა....