ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ი დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ბერნში ვიზიტს 15 იანვარს გეგმავს, ხოლო მოგვიანებით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა სიტყვით, რომელიც 15 იანვრიდან 19 იანვრამდე გრძელდება.

შვეიცარიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დაგეგმვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

იტვირთბა....