ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს” – ბორელი

“ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

“ომი უნდა შეწყდეს და არა გაფართოვდეს. ომის გაფართოების თავიდან აცილებისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ძებნა და ეს მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ვალდებულებას. არავის ინტერესშია, ლიბანის საზღვარზე მორიგი ომი, არავის ინტერესშია, საფრთხე შეუქმნას მოძრაობას, გემების ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში. კარგი, შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესებშია, მაგრამ რა თქმა უნდა არა კაცობრიობის ინტერესებში“, – აღნიშნა ბორელმა.

იტვირთბა....