ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა” – ზარქუა

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარტია “საქართველოსთვის“ ინიციატივას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ.

“ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა ან მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ არ აქვთ თემები, არ იციან რაზე ილაპარაკონ – ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იტვირთბა....