იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 92-ს მიაღწია. დაკარგულად ითვლება 242 ადამიანი.
ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, ქალაქ ვაჯიმაში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 80 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 72 საათზე მეტი გაატარა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებენ.
სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული სამხედროების რიცხვი 4600-მდე გაორმაგდა.
შეგახსენებთ, იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა.