ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩრდ. კორეამ სამხრ. კორეის კუნძულების მახლობლად 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთ კორეის კუნძულების ბაენგიონგისა და იონპიონგის მახლობლად 200-ზე მეტი ჭურვი დილის 9 საათიდან დილის 11 საათამდე გაისროლა.

ჭურვები დაეცა ჩრდილოეთ ლიმიტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ყვითელ ზღვაში ქვეყნებს შორის სადავო საზღვაო სადემარკაციო ხაზს წარმოადგენს.

JCS-ს ცნობით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია არც სამოქალაქო და არც სამხედრო პირებს შორის. მათივე შეფასებით ეს იყო “პროვოკაციული აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ზრდის დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე”.

ამის საპასუხოდ, სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პარასკევს შუადღით საზღვაო წვრთნებს გამართავენ, ხოლო ამის პარალელურად იონპიონგიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

იტვირთბა....