ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამუშაო ჯგუფები მხოლოდ დროის გასაწელად იყო მოგონილი, ახლა ეს „ქოცებმაც“ დაადასტურეს“ – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 9 დათქმის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხზე ისაუბრა.

„როგორც განვლილმა წელიწადნახევარმა აჩვენა, სამუშაო ჯგუფებში არანაირი რეფორმების პროექტები არ დაწერილა. ეს იყო დროის გასაწელად მოგონილი სისტემა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ახლა „ქოცებმაც“ დაადასტურეს, რომ ეს ასეა, უბრალოდ რადგან არჩევნები ახლოს არის, აღარ უნდა უნდათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს. ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან. იმისთვის რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მიგვეცა დამატებითი არგუმენტაცია, ჩვენ უფრო მოქნილები გავხდით და ვამბობდით, რომ ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზად ვიყავით, მაგრამ სამუშაო ჯგუფი, რომელსაც რეალურად შედეგის დადება არ შეუძლია, „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანია, რადგან მეორე სიცოცხლე, ხალხის მოტყუების სახით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ აქვს. წელიწად ნახევარი ატყუეს საქართველოს მოქალაქეები და ნახეთ, რომ მხოლოდ სამი რეკომენდაცია შესრულდა 10 სამუშაო ჯგუფიდან. ახლა არ უნდათ ეს ჯგუფები, რადგან არჩევნებთან ახლოს ვერანაირ შედეგს „ქართული ოცნება“ რეფორმების სახით ვერ აჩვენებს, ვერც საარჩევნო, ვერც დეოლიგარქიზაციის, ვერც სასამართლო, ვერც ანტიკორუფციული და მით უმეტეს, ვერც დეპოლარიზაციის მიმართულებით, რადგან საარჩევნოდ დეპოლარიზებას კი არა მაქსიმალურ პოლარიზებას აპირებს, დარწმუნებული ვარ იქნება ანგარიშსწორებები,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....