ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ – ზურაბიშვილი

2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

“ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
ჩვენი ფიქრები უკრაინასთან არის და ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“ – წერს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....