“ჰამასის“ ლიდერის მოადგილის მკვლელობა ისრაელის მიერ განხორციელებული მხდალი ტერორისტული ოპერაცია იყო – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.
„სხვა ქვეყნებში ამ რეჟიმის ტერორისტული მანქანის ბოროტი ქმედებები საფრთხეა მშვიდობის, უსაფრთხოებისთვის და სერიოზული განგაშის საბაბია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“ – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.