თურქეთში, კერძოდ, ელაზიღის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:26 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.