პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.
მედიის ცნობით, ტუსკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადამზიდავების საპროტესტო აქციების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მძღოლებს სთხოვა, არ გადაკეტონ გასასვლელები „ომის გამო“ და აღნიშნა, რომ „ის მაინც ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლონელი გადამზიდავების ცხოვრება გაამარტივოს“.