„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით პარტია „საქართველოსთვის“ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდებოდა.
„მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეყავს შეცდომაში.
მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ! ❤️✌🏻“, – წერს ის.