„საფარი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.
კვლევის შედეგების მიხედვით:
„საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველ მე-4 ქალს გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან.
ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს.
ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე.
პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ.
ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა.
ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება.
მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ.
საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა“.