გორის მუნიციპალიტეტში გამთენიისას სპეცოპერაციის შემდეგ 6 პირი დააკავეს. “მთავარი არხის” მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.
„გადმოუგდიათ საწოლიდან, ძირს დაუგდიათ, ფეხშიშველი ფეხით წაიყვანეს, ფეხსაცმელებიც კი არ ჩააცვეს. ხე-ტყის უკანონო მოჭრაზეო, რომელიც არც მოუჭრია. [უკანონოდაა დაკავებული თქვენი შვილი?] უკანონოდაა კი“, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
წყარო: „მთავარი არხი“