საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, „მართლმსაჯულების სახლის“ გახსნაზე, საქართველოში არსებულ მართლმსაჯულების პრობლემაზე ისაუბრა.
„სასამართლო, მართლმსაჯულება არის ის, რაც ალბათ, ყოველივე ქართველს ამოძრავებს. რის არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს ვნახავთ [გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას], იმიტომ რომ ევროკავშირის მიერ მონიჭებულის სტატუსისა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.