ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლუქსემბურგის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს, სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბრამოვიჩის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესა. პერსონალური სანქციების პარალელურად, გაყინეს აბრამოვიჩის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.

აბრამოვიჩმა ეს გადაწყვეტილება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ არ აფინანსებდა რუსეთის სახელმწიფოს და ბრალდებები პუტინთან მის მჭიდრო კავშირზე, სიცრუე იყო, თუმცა საბოლოოდ, აბრამოვიჩმა საქმე წააგო.

„საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს, რითაც ადასტურებს მის მიმართ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – აღნიშნულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იტვირთბა....