აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება.
„ჩვენ ძალიან მალე გვექნება საბოლოო დასკვნა სახეზე და უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი კომპანია არის გამოკვეთილი, ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი, უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა და აქაც, 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, დანარჩენი იქნება ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიზიდოს. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში“, – აღნიშნა მინისტრმა.