ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არავის უთქვამს, არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა!“ – მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილმა გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, არავის უთქვამს, არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა, ეს მხოლოდ „ომის პარტიას“ ეხება.

„ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....