საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების თავიდან არიდებაში შესაძლო დახმარების თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„ათასამდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, სანქციების თავიდან არიდების ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი ათასი შემთხვევა გამოვლინდა ჩვენ მიერ, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების ან არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად,“ – განაცხადა პრემიერმა.