ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, დიალოგი გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ“ – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, “ევროოპტიმისტების” ინიციატივით, ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, პარლამენტშია დაბარებული.

მინისტრის განცხადებით, ბევრი ინფორმაცია საზოგადოებას არასწორად მიეწოდა, რათა მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მომხდარიყო.

„საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, თუ რაღაც, თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად “ტაბულამ” გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით გაავრცელა. საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ.

იტვირთბა....