ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი” – კობახიძე

“ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი” – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ყველას ვულოცავ კანდიდატის სტატუსს. ხალხში ხედავთ როგორი განწყობაა – საზეიმო განწყობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზულო საფუძველი, ჩვენი ვიბრძოლეთ ქვეყნის წინსვლისთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ევროკავშირის ელჩს ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტყვა, მადლობა პირადად მას და ყველა ევროპელ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....