ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საცობებისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის დასრულებაა“ – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში არსებული საცობის შესახებ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს. საცობები არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 000 ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობაზე. ერთადერთი გამოსავალი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18-მეტრიანი ავტობუსები. მესმის, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამოც არის გადაადგილება გართულებული, მაგრამ სხვანაირად ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....