„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში განათლების სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„როგორც მოსალოდნელი და ნაწინასწარმეტყველები იყო, გადავიდნენ ქოცები რუსული playbookის შემდეგ და აუცილებელ საფეხურზე – სასკოლო კურიკულუმების და სახელმძღვანელოების შეცვლა ისტორიის გადაწერის მიზნით. შევდივართ ფსევდო\ურა პატრიონიზმის ფაზაში. გილოცავთ“, – წერს ის.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, პრემირ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გაეცანით ბმულზე.