გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აპარატი გადაადგილებულია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ ცნობილი არ არის, არის თუ არა აპარატიდან თანხა წაღებული.
„გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“ – უთხრეს „მეტრონომს“ შსს-ში.