ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ” – პუტინი

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“ჩვენ გავაფორმეთ ეს მინსკის შეთანხმებები. მათ ასევე თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი“. ჩვენც ეს გვსურდა. ისევ საჯაროდ თქვეს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს: „ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად“. ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა; საბოლოოდ, მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ. არასდროს“ – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....