პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპარლამენტო არჩევნების წინ კონსულტაციებს გამართავს.
პარტიის წევრების განცხადებით, მათთვის ჯერჯერობით უცნობია ირაკლი ღარიბაშვილი რა სახით ჩაერთვება პარტიის საქმიანობაში, იქნება ის პარტიის თავმდჯდომარე თუ არა, თუმცა მოხარულები იქნებიან მისი დაბრუნებით.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის რესურსი დასაკარგი არ არის.