მადრიდში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა უდიდეს მეჩეთს სასიგნალო მაშხალები ესროლეს – ამის შესახებ ინფორმაციას Europa Press ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქტივისტებმა მეჩეთთან პლაკატი წარწერით – „დღეს ბრიუსელი, ხვალ მადრიდი?“ ჩამოკიდეს.
როგორც ქალაქის მერია აცხადებს, ისინი ყველა ერთად ებრძვიან ტერორიზმს.
ცნობისთვის, გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.