ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, უდიდესი ალბათობით, მის პარტიაში ვიქნები“ – გიორგი კირთაძე

დღეს გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიასთან ურთიერთობის ყველანაირი რესურსი ამოიწურა.

კითხვაზე – „ახალი პლატფორმიდან ბრძოლა, ნიშნავს თუ არა, ნიკა მელიასთან ახალ პოლიტიკურ პარტიას?“ – კირთაძის პასუხი ასეთია:

„თუ იმას მეკითხებით, რომ ვაპირებ თუ არა რომელიმე მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას – არა. თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, ვიქნები თუ არა მისი პარტიის წევრი, უდიდესი ალბათობით კი.

მიმაჩნია, რომ ნიკა მელია ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე გამოკვეთილი, რეიტინგული პოლიტიკური ლიდერია. დანარჩენი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება“, – თქვა კირთაძემ.

იტვირთბა....