ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წევრმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა, პარტია დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ, პარტია დატოვეს.
ენმ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

„ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადეს მათ ბრიფინგზე.

„იქ, სადაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ არის, აღარ დავრჩებით. გვითხრეს, მანიფესტის ხელს თუ არ მოვაწერდით, პარტიაში ვერ დავრჩებოდით, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მანიფესტი მიმართული იყო პარტიის გახლეჩისკენ“, – თქვა გიორგი კირთაძემ.

იტვირთბა....