ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი” – კობახიძე ზურაბიშვილს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული კამპანიის „შენი ხმას ევროპას“ – შესახებ ისაუბრა.

ის უპასუხა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს უკვირს, რატომ არ ხვდებიან მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ზოგადად, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები. მას შეუძლია ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არ ხვდებიან, ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია…. იაფფასიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის მორიგი კამპანიაა, რაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები ვერ ჩაერთვებიან“, – თქვა კობახიძემ.

იტვირთბა....