საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელს უშლის მასთან ახალგაზრდების შეხვედრას.
ზურაბიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ ისინი არ მივიდნენ პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ყოველ დღე უნდათ, რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზაებულია პოლიტიკური სპექტრი. არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები რა არის? მე მინდა ჩემი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის ევროპა და მე არ მინდა რუსეთი. ამის მომხრეა უზარმაზარი უმრავლესობა ამ ქვეყანაში ად თუ პოლიტიკურპარტიები ამას ვერ ხედავენ, ცუდია მათთის.
მე ვიყავი ახლა სოფლებში. ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე. არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც ერთია, ეს არის ევროპული გზა საქართველოსი. არანაირი სხვა შიდა პოლიტიკური ძახილები იქ არ არის. კიდევ უარესი, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის და არც ის მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერონ ამ ძალიან მარტივ განცხადებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.