ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მიკვირს, რომ რუსული დუმა ტაშს უკრავს მის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებას” – სამადაშვილი

“ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს არ უკვირს, რომ რუსული დუმა ტაშს უკრავს მის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებას

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას მიესალმა, არა მარტო პუტინისტური მედია, არამედ, შესაბამისად, პუტინისტური პოლიტიკური ესტებლიშმენტი. მე არ მიკვირს, რომ ტაშს უკრავს რუსული დუმა დღეს მის მოკავშირე ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დრეანდელი ხელისუფლება, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რეალურად რომელმაც მიითვისა ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება”. – განაცხადა სამადაშვილმა.

აპლოდისმენტები ქართულ ოცნებას. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მადლობას უხდიან, იმ გამბედაობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა გამოიჩინა და ანტირუსულ ისტერიას არ დაემორჩილა. გზავნილები მოსკოვიდან და “ქართული ოცნების” რიტორიკა ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამბობენ, რომ ქართულ ოცნება ეროვნული ინტერესებით ხემძღვანელობს.

მოსკოვიდან გვაყვედრიან, რომ ქართული ეკონომიკის ზრდა რუსი ტურისტების დამსახურებაა. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს, ქართული ოცნების კეთილგანწყობას კრემლში განსაკუთრებით აფასებენ

იტვირთბა....