ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად “ხაბეს“ გაშვებაც” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე ისაუბრა.

ასევე მან ერთგვარი რჩევით მიმართა „ლელოს“.

„ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ ისე­თი ხალ­ხი დარ­ჩა “ხა­ბეს“ წყა­ლო­ბის მიღ­მა, რომ­ლებ­საც უფრო მეტი სტა­ჟი აქვთ “ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბის, ვიდ­რე თა­ვად “ხა­ბეს“. შე­სა­ბა­მი­სად, მე არ მგო­ნია, ასე მარ­ტი­ვად მორ­ჩეს საქ­მე და “ნა­ცებ­მა“ ასე მარ­ტი­ვად თქვან უარი იმ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ახლა “ხა­ბეს“ გა­დად­გო­მას ითხოვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, “ნა­ცებ­მა“ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვონ იმით, რომ “ხა­ბეც“ გა­და­ა­ყე­ნონ და იმ ხალ­ხს, ვინც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო აქამ­დე, თავ­ზე ხელი მო­უ­თა­თუ­ნონ და სცა­დონ და­იბ­რუ­ნონ. შე­იძ­ლე­ბა მე­ლია გა­უშ­ვა, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხალ­ხის გაშ­ვე­ბა “ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ შე­საძ­ლოა, არ უნ­დო­დეს და მათ­თვის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს მე­ლი­ას­თან ერ­თად “ხა­ბეს“ გაშ­ვე­ბაც და ახა­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც არა­ვინ არაა თავ­მჯდო­მა­რე და კო­ლექ­ტი­უ­რად იმარ­თე­ბა “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“. ამ დროს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვინ მარ­თავს – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ცხა­დია. კე­ზე­რაშ­ვი­ლიც, მაგ­რამ მა­ინც “კურ­თხე­ვა“ მგო­ნი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სჭირ­დე­ბა ზე­მო­დან,“ – გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ამას­თან, მან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ “გირ­ჩი“ არ­ჩევ­ნებ­ზე მარ­ტო გავა, ხოლო სხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხვი­ჩი­ას აზ­რით, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი პარ­ტი­ას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, “ლელო“ კი თა­ვის კან­დი­და­ტებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სი­ა­ში ჩას­ვამს.

“რჩე­ვა მაქვს “ლე­ლოს­თვის“, და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუ­ლის ფლან­გვას, რა­საც “ლელო“ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე ეწე­ო­და, სჯობს ფული გა­და­უ­ხა­დო “ნა­ცებს“ და შენი ხალ­ხი ჩას­ვა მათ სი­ა­ში. ამით არც ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბი და­ი­კარ­გე­ბა და არც “ნა­ცებ­თან“ ბრძო­ლა არ გა­მო­გი­ვა, თო­რემ ახლა რა­საც “ლელო“ აკე­თებს, არის გა­მა­ლე­ბუ­ლი ბრძო­ლა “ნა­ცებ­თან“.

ჩემი აზ­რით ის ხალ­ხი, ვი­საც იდეა არ გა­აჩ­ნია, ან “ნა­ცებ­ში“ ან “ქო­ცებ­ში“ უნდა გა­ერ­თი­ან­დეს. ვი­საც იდეა აქვს, მარ­ტოც შე­უძ­ლია გას­ვლა გა­ბე­დოს. ვი­ნა­ი­დან “გირ­ჩის“ გარ­და სხვა პარ­ტი­ებს იდე­ე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, სწო­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, რომ ისი­ნი “ნა­ცებ­სა“ და “ქო­ცებ­ში“ გა­ერ­თი­ან­დნენ. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ ამას და “ნა­ცებ­მაც“ არ უნდა და­ხუ­რონ კარი,“ – გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

იტვირთბა....