ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების“ თვითგამოცხადებული ჯამბაზი” – სალომე სამადაშვილი ირაკლი ზარქუაზე

„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა.

„არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” თვითდანიშნულ ჯამბაზს რაიმე პასუხი უნდა გავცე. როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს ფრანგულად გვესაუბრება და ფრანგულად ვეტყვი, რომ ის არის “ოცნების” თვითგამოცხადებული “ლიძიო ძუვილაჟ”. ალბათ, მიხვდება რას ვგულისხმობ და ამიტომ არ ვთვლი საერთოდ პასუხის ღირსად არასდროს, როდესაც ჩემს სახელს ახსენებს“, – თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ ზარქუას კომენტარს: „სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი“.

იტვირთბა....