ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით” – ბოიკოტი ეუთო-ს სამიტს

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეუთო-ს სამიტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ვწუხვართ იმ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაზე. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. სერგეი ლავროვის დასწრება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამიტს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

იტვირთბა....