ქალზე ძალადობის საქმეზე დაკავებული რეპერის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს, შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის ადვოკატი, დავით სანაძე გამოეხმაურა.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იმიტომ, რომ საკმაოდ სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ საერთოდ უფრო მეტიც, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით. თუ ამით ისარგებლებს ბრალდების მხარე ვნახავთ და შედეგებს დაველოდებით, მივიღებთ ამ პროცესშიც მონაწილეობას. არანაირი დაზიანება, რაზეც შეიძლება ვისაუბრო ამ ეტაპზე, ამ ქალბატონს, საქმის მასალების მიხედვით, არ აღენიშნება, ექსპერტიზა როცა იქნება მზად და მოიპოვებს ბრალდების მხარე, შემდეგ გადმოგვეცემა და ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, დაზიანებაზე იქ საუბარი არ იქნება”, – ამბობს ადვოკატი“, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, კაბუს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.