ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქალის მიმართ ძალადობა, მუქარა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – კაბუს ბრალდება წარედგინა

ქალზე ძალადობის ბრალებით დაკავებულ რეპერს, კახა აბუაშვილს, ბრალი წარედგინა.

ბრალდების მხარე მას ქალის მიმართ ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....