ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაო იყო უფრო მიზანშეწონილი“ – ლევან იოსელიანი კაბუზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, ქალზე ძალადობის საქმეზე დაკავებული რეპერის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს, შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში. [… ] შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვთ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, კაბუს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....