ჯანდაცვა

ჟურნალისტის ცნობილი დიეტა „Diet-60“: წონის დაკარგვა სიამოვნებით და თუგინდ აკრძალული საკვებით

ეს დიეტა უკავშირდება კატერინა მირამანოვას, ჟურნალისტს, რომელმაც წელიწადნახევარში 60 კგ დაიკლო.

დიეტა 60-ის მიხედვით საუზმე არასდროს არ უნდა გამოტოვოთ. მითუმეტეს, რომ დილის 12 საათამდე შეგიძლიათ აკრძალული საკვებიც მიიღოთ, მათ შორის ტკბილეული, თუმცა, ზომიერება უნდა დაიცვათ.

სადილი: 13-14 საათისთვის უნდა ისადილოთ და მთავარი კერძები მიირთვათ, როგორიცაა ხორცეული, თევზეული, ბურღულეული, წვნიანი და მცირე რაოდენობით დესერტი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ამ დიეტის მთავარი წესი: არ აურიოთ ნახშირწყლები და ცილოვანი საკვები ერთმანეთს. პურის ნაცვლად გამოიყენეთ მჭადი, ან ქატო.

ვახშამი: 18 საათამდე უნდა მიირთვათ და მიიღოთ ფაფეული, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ქათმის მოხარშული ხორცი.

ამ დიეტის შეზღუდვაა: არაჟანი, მაიონეზი, მარილი, შაქარი. აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა დღეში 20-30 წუთის განმავლობაში. წყალი მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე.

იტვირთბა....