პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციიის ჩართვის საკითხსა და ამასთან დაკავშირებით, მთავრობის ოპონენტების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის პოზიცია, რომელიც მაშინაც გვლანძღავდა, როცა სამუშაო ჯგუფებში ვიყავით და ახლა იბრალებენ, არიქა, სტატუსის მიღება ჩვენი დამსახურება არისო. რატომ ცანცარებენ, ვერ ვხდები, ეს თავად იციან. ფაქტია, რომ სტატუსს ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანაა, რომ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა შევხედოთ. რაც დაგვავალეს, უნდა შევასრულოთ. დეკემბერში ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.