„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს.
აღნიშნულ საკითხზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა.
„ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და მხარში ედგნენ და შტაბში იყვნენ ჩართული ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კანდიდატი ამდენი თვე კამპანიურ რეჟიმში დარჩა და ლევან ხაბეიშვილს ებრძვის იმის მაგივრად, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გააჩაღოს პოლიტიკური ბრძოლა. არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს 13-14 თვე დარჩა იქამდე“, – თქვა ცისკარიშვილმა.