ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ტერორისტი ნაზიმ ლააშრაუი დააკავეს – ამის შესახებ CNN იუწყება. როგორც ის იტყობინება, 25 წლის ეჭვმიტანილი ქალაქ ანდერლეხტში დააკავეს. იგი ერთ-ერთია იმ სამ პირს შორის, რომელიც ბელგიის პოლიციის მიერ გავრცელებულ აეროპორტში სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტებში ეჭვმიტანილი სამი პირის ფოტოები ბელგიის პოლიციამ გაავრცელა. მათი თქმით, ორმა მათგანმა თავი აიფეთქა, მესამეს კი ეძებდნენ.

ცნობისთვის, გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.

 

იტვირთბა....