ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოს საზღვარგარეთ წასული ქალები ინახავენ – სანიკიძე

პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს ეხმაურება:

ამდენი წელია ამ ქვეყანას ივანიშვილი და ღარიბაშვილი კი არ ინახავს, ჩვენი ნათესავები ინახავენ. აი იმ ნათესავებმა და ემიგრანტებმა უნდა აუხსნან ქვეყანაში, რომ ბიძიკოებო გამოფხიზლდით. ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მესაფლავედ გაგაფორმებ, მაგრამ მისმა ნათესავმა საზღვარგარეთიდან უნდა უთხრას, რომ თუ “ოცნებას” მისცემ ხმას ფულს აღარ გამოგიგზავნი. კმარა უკვე, კმარა. როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ქალების კისერზე. დღეს საქართველოს ინახავენ საზღვარგარეთ წასული ქართველი ქალები. სირცხვილია ეს. აიღებ “ოცნებისგან” ქრთამს, წახვალ, მისცემ ისევ იმას ხმას? აღარ შეგინახავ და მორჩა”, – აღნიშნა სანიკიძემ.

იტვირთბა....