ჯანდაცვა

თვეში 18 კგ: თიკა ჯამბურიას წონაში კლების უახლესი მეთოდი

მომღერალი თიკა ჯამბურია წონის კორექციის უჩვეულო მეთოდს ამხელს. თიკა გადაცემა “დღის შოუში” საუბრობს ერთ თვიან მკაცრ დიეტაზე, რომლის შედეგადაც 18 კილო დაიკლო. ენდოკრინოლოგები და თიკაც გვირჩევს, რომ მსგავსი დიეტებისგან თავი შევიზღუდოთ, რადგან ამან შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება ან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, დიეტის დასრულების შემდეგ, წონის ორმაგი დაბრუნება გამოიწვიოს. თუმცა, როგორც თიკა ამბობს, ამ დიეტის შემდეგ უცებ არ მოუმატია და მხოლოდ ორსულობის დროს დაიბრუნა არასასურველი წონა:

„ჩემი საყვარელი დიეტაა უცხიმო კეფირის დიეტა. დღეში ორ ქილას ვსვამდი. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კეფირით ვიკვებებოდი, ვსვამდი წყალს და უშაქრო ყავას. შედეგად ერთ თვეში 18 კილო დავიკელი და 50 კილო გავხდი. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი. დიეტის დასრულების შემდეგ, სხვათაშორის, მალე არ მომიმატნია, ვცდილობდი კვება გამეკონტროლებინა, თუმცა თუ ოდნავ ცხიმიანს ან კალორიულ საკვებს მივიღებდი, ეგრევე ორ კილოს ვიმატებდი. ორსულობის პერიოდში გავსუქდი ძალიან-50 კილო მოვიმატე” – ამბობს თიკა ჯამბურია.

იტვირთბა....