“ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
“ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“ – დასძინა ბერბოკმა
ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.