ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თბილისში ახალი საარჩევნო საზღვრები წესდება

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია თბილისის ახალ საარჩევნო საზღვრებს უპრეცედენტოდ წარმოუდგენელს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რაიონები ერთმანეთში აზილა და იმ კონდიციამდე, რომ ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან – აცხადებს მელია.

„ხელისუფლებამ ცესკოსთან ერთად დაადგინა ახალი ფაქტობრივი საარჩევნო საზღვრები თბილისში, რაც არის უპრეცედენტო და წარმოუდგენელი. რეალურად რაიონები ერთმანეთში არია, აზილა, დაფლითა და მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან. მაგალითად, გლდანის ნაწილი, დიდუბის ნაწილი, საბურთალოს ნაწილი და ჩუღურეთის ნაწილი ერთ საარჩევნო ოლქად აქცია. ერთი მაჟორიტარი, რომელიც კენჭს იყრის ამ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებული, ანგარიშვალდებული იქნება ოთხი რაიონის მოსახლეობასთან. ასევე ის ვალდებული იქნება 4 გამგეობასთან ითანამშრომლოს. ჩუღურეთის საზღვრები შეუერთეს ისნის საზღვრებს, თბილისს შემოურთეს მარტყოფი, სოფელი სააკაძე, ვაზიანის სამხედრო დასახლება. იმდენად მოინდომა ხელისუფლებმა მაქსიმალურად თავისთვის მოერგო წინასაარჩევნოდ ეს უბნები, რომ აიბლარდნენ. დღეს გვაქვს რეალურად ის ვითარება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დგას რამდენად შევძლებთ არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

იტვირთბა....